ოფიციალურად: მადრიდის "რეალმა" მე-7 ტრანსფერი შეასრულა

27-07-2019, 00:31

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მე-7 ტრანსფერის განხორციელება მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა გრანდმა, "სარაგოსადან" 20 წლის ამომავალი ვარსკვლავისა და ნახევარმცველის, ალბერტო სოროს 2.5 მილიონ ევროდ გადაბირების საქმის დასრულება შეძლო.

ცნობების მიხედვით, სოროსმა "რეალთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მიუხედავად ამისა, მის ამჟამინდელ გუნდში, განვითარების მიზნით, ერთი წლით იჯარით დარჩება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზემოთ ხსენებული მოთამაშის ანგარიშზე, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით