რაკიტიჩს ორი გუნდი ეპატიჟება

27-07-2019, 00:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, 2 გრანდის სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" და მილანის "ინტერი" იბრძოლებენ.

ცნობების მიხედვით, რაკიტიჩის წასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილია, მას ლიგა 1-ის ჩემპიონატში ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი, ნეიმარი ეპატიჟება, ხოლო იტალიაში გადაბარგებას, თანამემამულეები, ივან პერიშიჩი და მარსელო ბროზოვიჩი ურჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 55 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით