პეპ გვარდიოლა: "რა რჩევას მივცემდი ჯონ სტოუნსს ? ფეხბურთში წარმატებისთვის, მარცხის გემოს გაგებაა აუცილებელი"

27-07-2019, 12:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, გუნდის ინგლისელ ცენტრალურ მცველზე, ჯონ სტოუნსზე საუბრობს:

"ცხადია მის ადგილას თავს ყველა ცუდად იგრძნობდა, შეცდომის გადატანა, თანაც სანაკრებო ტიტულის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრაში, მარტივი არასდროსაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ პრობლემას შენი დაბრკოლების საშუალება უნდა მისცე."

"რა რჩევას მივცემდი ჯონს ? ფეხბურთში უფრო მეტს აგებ ვიდრე იგებ, უფრო მეტ შეცდომას უშვებ ვიდრე სწორ რამეს აკეთებ, აქ წარმატებისთვის, მარცხის გემოს გაგებაა აუცილებელი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის მოთამაშე "ქალაქელთა" რიგებში, მერსესაიდული "ევერტონიდან", 2016 წელს გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით