სატრანსფერო ბაზარზე ხმაურიანი გარიგებები გრძელდება

26-07-2019, 23:55

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამსტერდამის "აიაქსის" მაროკოელი შემტევის, ჰაკიმ ზიეჩის შემტევით ევროპის გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელის დამატებას, ლონდონის "არსენალი" და კატალონიის "ბარსელონა" ეცდებიან.
 
როგორც ცნობილია, ამსტერდამული კლუბის ბოსები ფეხბურთელის სანაცვლლოდ 45 მილიოონ ევროს ითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰაკიმ ზიეჩმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" მაისურით 37 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 20 გატანილი გოლით და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით