ზიდანი: "დაუშვებელი რამ გავაკეთეთ"

27-07-2019, 20:03

მადრიდის "რეალი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ბოლო შეხვედრაში "ატლეტიკომ" უშანსოდ, ანგარიშით 3:7 გაანადგურდა.

მატჩის შემდეგ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკომფერენციაზე ისაუბრა.

"ასეთი მაღალი დონის თამაშში ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ დაუშვებელია. შეხვედრა ძალიან მძიმედ და ცუდად დავიწყეთ. რვა წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 2:0 იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მეტოქეს ვერაფრით ვპასუხობდით. პირველი ტაიმი საშინელება იყო, ყველაფერი გვაკლდა".

"მეტოქემ შვიდი გოლი გაგვიტანა, მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს. ამას ფეხბურთელებიც აანალიზებენ და ძალიან იმედგაცრუებულები არიან. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს მხოლოდ წინასასეზონო მომზადების მატჩია. მათ ყველა ასპექტში დაგვჯაბნეს, სათქმელი სხვა არაფერი გვაქვს".

"ახალი სეზონისთვის მშვიდად ვაგრძელებთ მომზადებას. 17 აგვისტოს გასამართი პირველი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ მომდევნო სეზონში მოტივირებულ  "რეალს" ვიხილავთ და კარგ სეზონსაც ჩავატარებთ", – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით