დე როსი: "ჩემი გული სამუდამოდ "რომას" ეკუთვნის, მაგრამ "ბოკა" ავირჩიე"

27-07-2019, 20:32

"ბოკა ხუნიორსში" ოფიციალურად გადასვლის შემდეგ დანიელე დე როსიმ არგენტინული კლუბის რიგებში პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩემი გული სამუდამოდ "რომას" ეკუთვნის, თუმცა "ბოკა" ძალიან მომწონს. მე ამ გუნდის თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებ. ამ კლუბში თამაშობდა დიეგო მარადონა".

"გარდა ამისა, მომწონს სტადიონი და ადგილობრივი ქომაგები. ეს კლუბი იტალიელების მიერ არის დაარსებული და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. "ბოკა" დიდი კლუბია, რომელსაც შეგიძლია, ენდო. ყოველთვის მინდოდა "ბომბონერაზე" "ბოკას" ფორმით გასვლა".

"ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნებების ასრულებაა. მადლობა, "ბოკა", – ციტირებს დე როსის სიტყვებს არგენტინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით