"რეალი" პოგბას დამატებასთან ახლოსაა

27-07-2019, 22:36

მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს.

ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი უკმაყოფილოა ნახევარდაცვის შემადგენლობით და მისი გაძლიერება სურს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტის მოთხოვნა პოლ პოგბას დამატებაა. როგორც ცნობილია, "სამეფო კლუბი" მზადაა ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერის" დატოვება თავად პოგბასაც სურს. ბოლოდროინდელი ინფორმაციით ის და მისი აგენტი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდნენ და წასვლის სურვილის შესახებ განუცხადეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით