რამოსი: "რეალი ასე არ უნდა აგებდეს"

27-07-2019, 22:45

გუშინ ჩემპიონთა თასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:7 განადგურდა.

მატჩის შემდგომ "სამეფო კლუბის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თავისი თანაგუნდელები გააკრიტიკა.

"დღევანდელ შეხვედრას ჩვენ ამხანაგურად მივუდექით. მეტოქე კი ისე თამაშობდა, თითქოს ფინალი ყოფილიყო."

"მარცხის არაერთი მიზეზი არსებობს, თუმცა, ჩვენ "რეალი" ვართ და ასეთი წაგება უბრალოდ არ შეიძლება. დღეს ყველამ საშინლად ვითამაშეთ."

"ამის მიუხედავად, მოტივაცია მაინც ძალიან მაღალი გვაქვს. მართალია, არაერთი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ, ეს წარსულში იყო. ეს გუნდი კი წარსულით არასდროს კმაყოფილდება." - აცხადებს რამოსი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით