"არსენალი" პეპეს დამატებასთან ახლოსაა

27-07-2019, 23:05

ლონდონის "არსენალი" სარეკორდო ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა.

ბრიტანული გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, "მეთოფეებმა" შეთანხმებას მიაღწიეს ფრანგულ "ლილთან" ნიკოლას პეპეს თაობაზე.

წყაროს ცნობით, ლონდონური გრანდი ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის. ტრანსფერი კი უახლოეს 48 საათში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ პეპეს დამატება "არსენალის" გარდა ასევე "ნაპოლისაც" სურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

თბილისის "დინამო" "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს იმატებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით