კიერან ტრიპიერი: "ტოტენჰემიდან" წასვლა კულვარებში მომხდარის გამო გადავწყვიტე"

28-07-2019, 03:04

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვუელი, ინგლისელი მარჯვენა მცველი, კიერან ტრიპიერი, ლონდონის "ტოტენჰემის" დატოვებაზე საუბრობს:

"არ ვთვლი, რომ ჩემი გუნდიდან წასვლა აუცილებელი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ვფიქრობ კულვარებში მომხდარის შემდეგ, რომლის განხილვასაც ახლა არ დავიწყებ, "ტოტენჰემის" დატოვება ყველაზე კარგი ვარიანტი იყო."

"ესპანეთში ადაპტაციის პროცესი არაჩვეულებრივად მიმდინარეობს, შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც ყველაფერში მეხმარებიან."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის მოთამაშე "როხი ბლანკოს", 22.5 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით