როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანურმა გრანდმა მოთამაშესთან ყოველგვარ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ახლა ინგლისურ გრანდთან მოლაპარაკებებზე გადავიდა.
ცნობების მიხედვით, მთავარი ფაქტორი პოგბას ტრანსფერში, სუპერ აგენტი მინო რაიოლა იქნება, რომელმაც 26 წლის ფეხბურთელის გადაბირების საქმეზე თანხმობა უკვე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 150 მილიონ გირვანქას შეადგენს.