რომელუ ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი გამოსასყიდი თანხის დაწევა სთხოვა !

28-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევმა გუნდის პრეზიდენტ, ედ ვუდვორდს, კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის დაწევა სთხოვა.

ცნობების მიხედვით, ამის გაკეთება ლუკაკუს, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის "ინტერმა" დაავალა, რომელსაც თანხის სრულად გადახდის ფინანსები ჯერ-ჯერობით არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 75 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით