"რეალმა" ხამესის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

28-07-2019, 21:12

როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ხამეს როდრიგესი მადრიდის "რეალს" აღარ დატოვებს.

ესპანური გამოცემა El Chiringuito-ს ინფორმაციით, გუშინ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა კოლუმბიელ ნახევარმცველს შეხვდა და განუცხადა, რომ მას გუნდში დარჩენა შეუძლია.

წყაროს ცნობით, მარკო ასენსიოს ტრავმამ ზინედინ ზიდანს საბოლოოდ გადააწყვეტინა ხამესის დატოვება.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის დამატება მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ნაპოლის" სურდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით