"ლივერპულმა" 16 წლის ტალანტი დაიმატა

28-07-2019, 21:17

მერსისაიდულმა "ლივერპულმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "წითლებს" ლონდონის "ფულემის" 16 წლის ტალანტი, ჰარვი ელიოტი შეუერთდა.

ახალგაზრდა ვინგერი გასულ სეზონში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მან "ფულემის" მაისური სამჯერ მოირგო.

როგორც ცნობილია, "ლივერპულმა" ელიოტის სანაცვლოდ 12.5 მილიონი ევრო გადაიხადა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით