"ინტერის" გეგმა ბ კავანის შეძენაა

28-07-2019, 21:40

მილანის "ინტერი" მაურო იკარდის შემცვლელის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

"ნერაძური" საკმაოდ ახლოსაა მანჩესტერ "იუნაიტედის" ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს დამატებასთან. თუმცა, ტრანსფერი ძალიან ჭიანურდება და ამის გამო მილანელებმა, შესაძლოა, გეგმა ბ აამუშაონ.

"ინტერის" კიდევ ერთი სამიზნე "პსჟს" ურუგვაელი თავდამსხმელი, ედინსონ კავანია. ვეტერანი ფორვარდის როლი პარიზულ კლუბში სულ უფრო და უფრო მცირდება და შესაბამისად, მას გუნდის დატოვების სურვილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კავანი "პსჟს" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 279 შეხვედრაში 193 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით