რუმენიგე: "ფეხბურთელები შეუსაბამოდ დიდ ხელფასებს იღებენ"

28-07-2019, 22:19

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მედიის წარმომადგენლებტამ ფეხბურთელთა ხელფასების შესახებ ისაუბრა.

":ბაზარი მთლიანად შეიცვალა. მე მხოლოდ სატრანსფერო ღირებულებები არ მაშინებს  - 100 მილიონი და 120 მილიონი აღარავის უკვირს. უფრო მეტად მანაღვლებს ხელფასები, რომლებსაც ფეხბურთელებს ესპანეთში, ინგლისსა და იტალიაში უხდიან. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა სახელფასო სისტემაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. ახლა მოთამაშეთა ანაზღაურება უზარმაზარია".

"მაგალითად, გრიზმანი ბონუსებისა და ხელფასის გათვალისწინებით "ბარსელონაში" მილიონერი იქნება. თავად გუნდი კი გადასახადების გამო ორჯერ მეტს გადაიხდის".

"ბაიერნი" ამ საგიჟეთში არ ჩაერთვება, ჩვენ ჩვეული გზით უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა რუმენიგემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით