კონტე: "ინტერი" კიდევ უფრო გაძლიერდება"

28-07-2019, 22:41

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ "პსჟ-სთან" ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"შედეგით და ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მოედანზე ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიგეთ".

"ინტერი ძლიერდება და ბედნიერი ვარ. სეზონის სტარტზე კარგ ფორმაში ყოფნა უმნიშვნელოვანესია. დღეს, ჩვენ შეტევაში და დაცვაში კარგად ვითამაშეთ და ვხედავ, რომ ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებენ", - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ინტერისა" და "პსჟ-ს" ამხანაგური მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში "ნერაძურიმ" მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით