მალკომი გრანდების ინტერესის ქვეშ მოექცა

29-07-2019, 01:00

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის შეძენით პრემიერ ლიგის გრანდები დაინტერესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს ლონდონის "არსენალი" და "ევერტონი" აქტიურად ეცდებიან, კატალონიელთა რიგებიდან, მალკომი გადმოიბირონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა ინგლისური გრნადებისა ფეხბურთელის დამატებას ასევე "სენტე ტიენი" ეცდება.

როგორც იცით მალკომი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულს "ბორდოდან" გადაბარგდა და კატალონიურ კლუბთან 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ მალკომმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა სადაც 4 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით