"მილანი" "ლიონის" შემტევით დაინტერესდა

29-07-2019, 01:18

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ "ლიონის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჰოლანდიელი შემტევით "მილანია" დაინტერესებული, იტალიელები მასში 44 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, "მილანელები" ფრანგულ კლუბს უახლოეს პერიოდში ოფიცლაიური წინადადებით მიმართავენ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ "მილანურს" გრანდეს ანხელ კორეას ტრანსფერი ჩაეშალათ, რაც უფრო რეალურს ხდის ზემოთ ხსენებულ ტრანსფერს.

აქვე შეგახსენებთ,რომ მემფის დეპაის ფრანგულ კლუბთან ხელშეკულრბა 2021 წლის ზაფხულს ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით