გარეთ ბეილის ჩინეთში ტრანსფერი გაუქმებულია !

29-07-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელის, გარეთ ბეილის მომავალი ჯერაც გაურკვეველია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემტევს, რომლის გუნდში ყოფნაზეც თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა უარი განაცხადა, ჩინეთში გადაბირების გზაც კი მოეჭრა.

ცნობების მიხედვით, "რეალმა" ჯიანგსუ "სუნინგთან" შეთანხმების მიღწევა ვერ მოასწრო, რის გამოც ბეილი, ჩინეთის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31 აგვისტო) აზიაში გადაბარგებას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 30 წლის ფეხბურთელის შეძენით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



benzemas gadayvebi zidam !

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით