ნიკო კოვაჩს გუნდში სანეს ხილვა სურს

29-07-2019, 02:00

როგორც იცით ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" "მანჩესტერ სიტის" გერმანელი შემტევით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის დროს "რეკორდმაისტერებისთვის" მთავარი სამიზენი, ლეროი სანე იქნება.

როგორც ცნობილია, გერამნული კლუბის ბოსები მზად არიან, "ქალაქელებს" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის დამატებით პირადად ნიკო კოვაჩია დაინტერესებული და მას დიდი იმდი აქვს, რომ ხელმძღვანელობა ბოლომდე იბრძოლებს ახალგაზრდა გერმანელისთვის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზემოთ ხსენებულმა 23 წლის შემტევმა, პრემიერ ლიგაში 31 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე მოახერხა 10 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით