ანდრე სილვა პრემიერ ლიგაში?

29-07-2019, 02:55

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის სესახებ, რომ "ვულვზი" "მილანის" ახალგაზრდა ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციის თანახმად, "მგლები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, "მილანელთა" რიგებიდან, ანდრე სილვა გადმოიბირონ.

როგორც იცით, პორტუგალიელ ფორვარდს ბოლო პერიოდში "მონაკოს" უკავშირდებენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით ეს ტრანსფერი აღარ განხორციელდება, რადგან სილვა კლუბთან, პირად კონტრაქტზე ვერ შეთანხმდა.

პორტუგალიელმა ფორვარდმა, გასული სეზონი "სევილიაში" იჯარის სახით გაატარა, მან ესპანური კლუბის მაისური 39 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრე სილვას ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით