მანემ ქველმოქმედებაში 270 ათასი ევრო გაიღო

29-07-2019, 17:37

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე ქველმოქმედებას დიდი ხანია ეწევა და ამით იგი არაერთი ფეხბურთლისგან გამოირჩევა.

ის არ ჩერდება და ქველმოქმედებას განაგრძნობს.

სენეგალში, ფეხბურთელის სოფელში, სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ხარჯებიც მთლიანად მანემ დაფარა.

ინგლისური პრესის ცნობით, ფორვარდმა მშენებლობისთვის 270 ათასი ევრო გაიღო.

რამდენიმე თვის წინ, მანემ, ასევე, სოფელ ბამბალიში საავადმყოფო და სტადიონი ააშენა, გარდა ამისა, ის გაჭირვებულ ოჯახებსაც ეხმარება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით