დელიში: "ზუსტად ასეთ დებიუტზე ვოცნებობდი"

29-07-2019, 18:06

მადრიდის "ატლეტიკოს" ახლადშეძენილმა თავდამსხმელმა ჟოაო ფელიშმა "რეალთან" მოგებული მატჩის შესახებ კომანტარი გააკეთა.

"ატლეტიკოში" გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ, თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, ყველაფერი მშვენივრად მიდის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს დავეხმარო".

"რაც შეეხება "რეალთან" შეხვედრას, სწორედ ასეთ დებიუტზე ვოცნებობდი. ეს ჩემი პირველი დერბი იყო და ასე თამაში იოლი არ არის. ყველაფერ იმაზე უკეთ გამოვიდა, ვიდრე ვიფიქრებდი. თუმცა, ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო", - განაცხადა ფელიშმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის შეხვედრაში "ატლეტიკომ" "რეალი" 7:3 სძლია, ფელიშმა მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით