აზარს შვებულება "შეერგო"

29-07-2019, 18:31

როგორც ესპანელი ჟურნალსტი დიეგო ტორეს რომანო იუწყება, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა საზაფხულო შვებულების პერიოდში 7 კილოგრამი მოიმატა და ახალ გუნდს ზედმეტი წონით შეუერთდა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა "რეალის" სამ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, რომელთაგან ორში "სამეფო გუნდი" დამარცხდა. სოციალურ ქსელში კლუბის ფანები აღნიშნავენ, რომ აზარი ახლა უფრო მოსუქებულია, ვიდრე მაშინ იყო, როცა მან ,,რეალთან'' კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, მადრიდულმა გუნდმა აზარში 100 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელმა "სამეფო გუნდთან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით