ემერი: "იოზილი ახლა კარგადაა"

29-07-2019, 20:37

ლონდონის 'არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ საკუთარი ფეხბურთელების მიმდინარე მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ჩვენი გუნდისთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ვიღებთ".

"ახლა იოზილი და კოლოშინაცი მენტალურად 100 %-ით მზად არ არიან. ყველაზე მთავარია, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ოჯახთან ერთად ისვენებენ. მათ მდგომარეობას მალე შევამოწმებთ", -  განაცხადა ემერიმ.

მოგახსენებთ, შეიარაღებულმა პირებმა კოლაშინაცს საათის წართმევა დაუპირეს, შემდეგ კი იოზილის მანქანაში ჩაჯდომასაც ეცადნენ. "არსენალმა" დაადასტურა, რომ ორივე ფეხბურთელი შემთხვევას უვნებლად გადაურჩა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით