ვერატი: "ნეიმარს აქ არ სურს და აუცილებლად უნდა გაუშვან"

29-07-2019, 20:54

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ნეიმარის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"როცა ფეხბურთელს წასვლა სურს, უნდა გაუშვა, რა თქმა უნდა, გუნდის მიერ წაყენებული პირობების გათვალისწინებით".

"რასაკვირველია, მე იმედგაცრუებული ვიქნები თუ ნეიმარი "პსჟ-ს" დატოვებს. მისგან არასდროს მსმენია, რომ წასვლა უნდა. პირადად მე, რა თქმა უნდა, მსურს, რომ ის დარჩეს",  - ვერატის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით