"რეალი" კიდევ ორ ტრანსფრს განახორციელებს

29-07-2019, 21:36

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, მადრიდის "რეალი" უახლოვეს დღეებში კიდევ ორ ტრანსფერს განახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" წინასასეზონო შეხვედრებში გუნდის შედეგებს მტკივნეულად შეხვდა, ამიტომაც მადრიდელები შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობენ.

იმ შემთხვევაში, თუ ზინედინ ზიდანის შეგირდები უახლოეს მატჩებში კვლავ წარუმატებლად იასპარეზებენ, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა კიდევ უფრო სერიოზულად ამუშავდება.

გავრცელებული ცნობით, "რეალში" კიდევ ერთი თავდამსხმელის და ნახევარმცველის შეძენას გეგმავენ.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს "ბლანკოსმა" უკვე ხუთი ფეხბურთელი დაიმატა - საერთო ჯამში, ეს ტრანსფერები კლუბს 303 მილიონი ევრო დაუჯდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით