ნიკოლას პეპე "არსენალში" სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება !

30-07-2019, 03:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალი", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ნიკოლას პეპე სულ მალე ინგლისში გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგადაც მისი გადაბირების საქმე გაოფიციალურდება.

ცნობების მიხედვით, უნაი ემერის ხელმძღვანელობის გუნდმა, "ლილთან" შეთანხმებას უკვე მიაღწია სატრანსფერო თანხის შესახებ და ახლა მხოლოდ მცირე დეტალების მოგვარებაღაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეებს" კოტ-დ'ვუარელი ვარსკვლავის შეძენა დაახლოებით 65 მილიონი ევრო დაუჯდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით