ჰარი მაგუაიერმა "ლესტერში" ვარჯიში გამოტოვა !

30-07-2019, 03:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ლესტერის" ცენტრალურმა მცველმა, ჰარი მაგუაიერმა სავარჯიშო სესია, გაურკვეველი მიზეზით გამოტოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ყოველივე შეგვიძლია 26 წლის ფეხბურთელის წასვლის სურვილთან დავაკავშიროთ, რომლის გადაბირებაც უკვე არაერთ გრანდს სურს.

ცნობების მიხედვით, მაგუაიერმა გუნდის ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს, "მელიების" რიგების დატოვების შესახებ უკვე შეატყობინა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით