რამდენი კილოგრამი ჰქონდა მომატებული ედენ აზარში "რეალში" გადასვლის დროს ?!

30-07-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა, ზაფხულის არდადეგები საკმაოდ "ეფექტურად" გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალში", პრე-სეზონის დაწყებისას დაბრუნებელი 28 წლის თავდამსხმელი, სამედიცინო შტაბში განხილვის საგანი გახდა.

ცნობების მიხედვით, აზარი დასვენების პერიოდის შემდეგ, მის ჩვეულ წონაზე 7 კილოგრამით მეტს იწონიდა, რაც მის გუნდთან ერთად ვარჯიშებს, თითქმის შეუძლებელს ხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი "ლოს ბლანკოსში", ლონდონის "ჩელსიდან", 130 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით