რონალდოს "იუვეს" წარმატების სჯერა

30-07-2019, 21:13

ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრისტიანო რონალდოს განცხადებით, მისი გუნდი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.

"მადრიდში ყველაფრის მოგების შემდგომ მე ცვლილებები და ახალი მოტივაცია მჭირდებოდა."

"ჩემს თავში მუდამ ვპოულობ ძალას, რომელიც მეხმარება ტიტულების მოგებაში. "იუვესთან" ერთად აუცილებლად მოვიგებ ჩემპიონთა ლიგას."

"არ ვიცი ეს მოხდება მიმდინარე თუ მომავალ სეზონში. თუმცა, ჩვენ ლიგას აუცილებლად მოვიგებთ." - განაცხადა რონალდომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით