FIFA 20-ის გარეკანზე ზიდანი იქნება

30-07-2019, 21:21

EA Sports-მა FIFA 20-ის გარეკანზე გამოსახული ფეხბურთელების სია საბოლოოდ შეადგინა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ სტანდარტულ ვერსიაში მადრიდის "რეალის" ახალწვეული, ედენ აზარი იქნება გამოსახული. ჩემპიონთა ვერსიაში კი - ვირჯილ ვან დიკი.

რაც შეეხება Ultimate ვერსიას, მის გარეკანზე მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, ზინედინ ზიდანი გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გარეკანზე გასულ წელს ნეიმარ ჯუნიორი და კრისტიანო რონალდო იყვნენ გამოსახული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით