ინიესტა: "ბარსელონას" დატოვება არასდროს მინანია"

30-07-2019, 22:17

"ვისელ კობეს" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღიარა, რომ "ბარსელონაში" გატარებული 16 სეზონის შემდეგ კატალონიური გრანდის დატოვების გადაწყვეტილებას არ ნანობს.

"არა, "ბარსელონას" დატოვებას არ ვნანობ. ეს სიტყვა ზედმეტად ძლიერია ამ სტიუაციის აღსაწერად".

"ბარსელონაში" თამაშის გაგრძელების ან სურვილი ან ძალა რომ მქონოდა დარჩენილი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი თამაშს და "ვისელს" "ბარსას" მაისურით დავუპირისპირდებოდი. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი დრო დასრულდა".

"ახლა მე სხვა ადგილას ვარ და სიამოვნებას ვიღებ ჩემი საქმის კეთებით. "ბარსასთან" თამაშმა და ჩემი თანაგუნდელების ნახვამ ძალიან გამახარა. ამ კლუბთან ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს", –  აღნიშნა ინიესტა.

27 ივლისს "ვიზელ კობი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით