რონალდინიოს 2.3 მილიონის ჯარიმის გადახდა უწევს

30-07-2019, 23:49

კაფუს შემდგომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ლეგენდა გაეხვა ფინანსურ სკანდალში.

ამჯერად საქმე რონალდინიოს ეხება. მან ქალაქ პორტუ-ალეგრიში სახლის შენების დროს დიდი რაოდენობით ხე-ტყე გაჩეხა უკანონოდ, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.

როგორც ცნობილია, 39 წლის ვეტერანს ჯარიმის სახით 2.3 მილიონი დოლარის გადახდა უწევს. გარდა ამისა, მას ქვეყნის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო "სელესაოს" კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, კაფუმ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება დაკარგა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით