"პსჟ" ნეიმარს 150 მილიონ ევროდ გაყიდის, ოღონდ "ბარსელონაში" არა

30-07-2019, 23:43

ნეიმარ ჯუნიორის გარშემო ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი არ ცხრება.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "პსჟ" მზადაა 27 წლის ბრაზილიელი 150 მილიონ ევროზე მეტად გაყიდოს, თუმცა, მხოლოდ გარკვეული პუნქტებით.

კერძოდ, პარიზელებს ნეიმარის გაშვება კატალონიის "ბარსელონაში" არ სურთ. შესაბამისად, "ბლაუგრანას" მის სანაცვლოდ გაცილებით უფრო მაღალი შეთავაზების გაკეთება მოუწევს, ვიდრე სხვა კლუბებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის დამატება კატალონიელების გარდა ასევე მადრიდის "რეალს" და მანჩესტერ "იუნაიტედს" სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით