ზიდანი "რეალის" მორიგი მარცხის შემდეგ: "ეს ყველამ უნდა აღიაროს"

31-07-2019, 00:27

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ პრე-სეზონის შეხვედრაზე საუბრობს:

"გუნდის წარმატებისთვის აუცილებელია მუდამ კარგი განწყობა შევინარჩუნოთ, ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ ვაღიარებთ, რომ წინა დაპირისპირებასთან შედარებით "რეალის" პროგრესი იგრძნობა."

"ჩემს მოთამაშეებს კარგად ვიცნობ და ვფიქრობ ერთი გამარჯვება, ყველაფერს რადიკალურად შეცვლის."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ორთაბრძოლა, ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით