რას პასუხობს "რუბინის" მწვრთნელი ქართველების მხრიდან შესაძლო "აჯანყებაზე" ?!

31-07-2019, 03:20

საფეხბურთო კლუბ "რუბინის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ედუარდო დოკამპო, "ახმატის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"დავითაშვილისა და კვარაცხელიას შეთამაშება როგორ მომწონს ? უმჯობესი იქნება თუ ინდივიდუალებზე არ გავაკეთებ განცხადებებს და მხოლოდ მთლიანი გუნდის სახელით ვილაპარაკებ."

"ნამდვილად არ მეშინია იმის, რომ ოდესმე 4 ქართველი ცალკე დაჯგუფებად ჩამოყალიბდება, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელი გახდება, დიახ მათ ენის პრობლემა აქვთ, თუმცა ეს დივიზიონების შექმნის წინაპირობას არ წარმოადგენს."

"ისინი ყველასთან კარგ ურთიერთობას აწარმოებენ და კლუბის სრულფოსავონი წევრებით იქცევიან."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ გუნდს სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ქართველი, ნიკოლაი ყიფიანიც შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით