ზინედინ ზიდანი პოლ პოგბას ტრანსფერში ჩაერთო !

31-07-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ფრანგი ზინედინ ზიდანი, პოლ პოგბას ტრანსფერში ჩაერთო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტი და "მანჩესტერ იუნაიტედის" შუახაზელი სულ მალე, ერთმანეთთან საიდუმლო შეხვედრასაც კი გეგმავენ, სადაც კონტრაქტის პირობებს განიხილავენ.

ცნობების მიხედვით, ზიდანმა 26 წლის ფეხბურთელს, ძირითადში ადგილი და ამასთან ერთად, გაზრდილი კვირეული ანაზღაურება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, ამჟამად 150 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით