როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი", იტალიური "რომას" ბოსნიელი თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს ტრანსფერს უახლოვდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მზადაა 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 15 მილიონი ევრო გაიმეტოს.
ცნობების მიხედვით, "რომას" მხრიდან შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში, "ინტერს" შესაძლოა ჯეკოსთვის 25 მილიონის გადახდაც კი მოუწიოს.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს, იტალიაში, ბელგიელი რომელუ ლუკაკუს შემცვლელად მოიაზრებენ.