კვარაცხელია და წიტაიშვილი UEFA-მ გამოარჩია

31-07-2019, 15:26

UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა ევროპის 50 საუკეთესო ტალანტი დაასახელა.

სასიხარულოა, რომ სიაში ყაზანის "რუბინის" ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

"ხვიჩა გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გაიტანა. ის აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია." - წერს UEFA 18 წლის ქართველზე.

აღსანიშნავია, რომ სიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილიც მოხვდა. ეს უკანასკნელი უკრაინაში ცხოვრობს და ამავე ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით