რატომ უარყო კინიმ "არსენალის" შემოთავაზება?

31-07-2019, 18:04

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელ მოიზე კინს, რომელიც ძალიან ახლოსაა "ევერტონში" გადაბარგებასთან, თავისუფლად შეეძლო რამდენიმე დღის წინ "არსენალში" გადასულიყო.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება "მეთოფეები" სერიოზულად იყვნენ დაინტერესებული 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით და მინო რაიოლასთან მოლაპარაკებებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ.

საბოლოო ჯამში ტრანსფერი თავად ფეხბურთელმა ჩაშალა, რის მიზეზადაც უნაი ემერის პოზიცია სახელდება – "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა იტალიელ ფეხბურთელს ძირითადში ყოფნის გარანტია არ მისცა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით