"მილანი" უახლოვეს დროში ფეხბურთელს დაიმატებს

31-07-2019, 18:42

Football Italia-ს ინფორმაციით, "მილანის" ხელმძღვანელობა უახლოეს საათებში კიდევ ორ ტრანსფერს დახურავს.

წყაროს ცნობით, მომავალი სეზონიდან "როსონერის" მაისურს რაფაელ ლეაო და ლეო დუარტე მოირგებენ. "მილანს" ორივე ტრანსფერი ჯამში 40 მილიონი ევრო დაუჯდება.

რაფაელ ლეაო ცენტრალური თავდამსხმელია და "ლილის" ღირსებას იცავს. 20 წლის პორტუგალიელმა გასულ სეზონში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცენტრალური მცველია ლეო დუარტე, რომელიც "ფლამენგოს" რიგებში ირიცხება. 23 წლის ბრაზილიელმა 2018-2019 წლებში 51 მატჩი ჩაატარა 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით