კოკე: "თუ ის გადმოვა ისე დავხვდებით როგორც იმსახურებს"

31-07-2019, 18:23

როგორც მოგეხსენებათ, იტალიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია ხამეს როდრიგესის მადრიდის "ატლეტიკოში" შესაძლო გადასვლის შესახებ.

მადრიდული კლუბის  ნახევარმცველმა კოკემ აღნიშნულთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"ის ჯერ "რეალის" საკუთრებაა. ცხადია, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა არავინ არ იცის, რა მოხდება და გახდება თუ არა ის "ატლეტიკოს" წევრი".

"რა თქმა უნდა, თუ ის გადმოვა, ისე დავხვდებით, როგორც შეეფერება. თუ ასე არ მოხდება, მას უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ",- განაცხადა კოკემ.

ჯერჯერობით არ სახელდება კონკრეტული თანხა, რომლის გადახდასაც "ატლეტიკო" "რეალის" კოლუმბიელი შემტევის სანაცვლოდ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით