დიბალამ "იუნაიტედს" ულტიმატუმი წამოუყენა

31-07-2019, 19:37

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, პაულო დიბალა "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება და მხარეები უკვე კონტრაქტის დეტალებს თანხმდებიან.

წყაროს ცნობით, 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის სახით წელიწადში 18 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთხოვს, რაც მის ამჟამინდელ გასამრჯელოზე 3-ჯერ მეტია.

თუ შეთანხმება შედგა, დიბალა ალექსის სანჩესის შემდეგ პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელების გაცვლაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ტურინულმა კლუბმა მანჩესტერელებს ლუკაკუს სანაცვლოდ დიბალა შესთავაზა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით