გადაწყდა: ნეიმარ ჟუნიორის მომავალი გარკვეულია !

1-08-2019, 03:28

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის მომავალი უკვე გარკვეულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსმა" სატრანსფერო ბიუჯეტის სიმცირის გამო, 27 წლის თავდამსხმელის შეძენაზე უარი განაცხადა.

ცნობების მიხედვით, ნეიმარის ერთადერთი გზა ამის ლიგა 1-ის ჩემპიონთა რიგების დატოვებისა, მისი ყოფილი კლუბის, ანუ კატალონიის "ბარსელონას" მაისურით ასპარეზობაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა "ბლაუგრანა" 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით