"ნაპოლი" ვილფრედ ზაჰას უახლოვდება !

1-08-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "ნაპოლის" სატრანსფერო რადარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის ფანჯრის დახურვამდე კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობის გუნდის მთავარი მიზანი, ლონდონის "კრისტალ პალასის" ლიდერის, ვილფრედ ზაჰას გადაბირება იქნება.

ცნობების მიხედვით, "ნაპოლიმ" კოტ-დ'ვუარელი შემტევის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მადრიდის "რეალიდან" კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის ტრანსფერი ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ყიდვით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით