მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, "ოლიმპიკ ლიონის" წინააღმდეგ გამართულ პრე-სეზონის შეხვედრაზე საუბრობს:
"რა თქმა უნდა ფორმის პიკში არ ვიმყოფებით, რის გამოც ჩვენი პერფორმანსები ისეთი არაა, როგორიც გვსურს, თუმცა მიუხედავად ამისა, გუნდის პერფორმანსით უკმაყოფილო არ დავრჩი."
"ალისონ ბეკერის შეცდომა ? ამ მოვლენამ კარგად გამოგვაფხიზლა და გამარჯვებისკენ გვიბიძგა."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:1.