ოფიციალურად: პეპე "არსენალის" ფეხბურთელია

1-08-2019, 19:55

ლონდონის "არსენალის" ოფიციალურმა საიტმა ნიკოლას პეპეს ტრანსფერი დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის მომავალ სეზონში 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"მეთოფეებმა" ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ კლუბისთვის სარეკორდო, 72 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

შეგახსენებთ, რომ პეპე გასული სეზონის ლიგა 1-ის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

დაგვიმეგობრდით