ოფიციალურად: კარიერა "მილანის" ფეხბურთელია

1-08-2019, 15:37

ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგული "ლილი" ახალგაზრდა შემტევი, რაფაელ ლეაო კარიერა "მილანში" გააგრძელებს.

20 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და "როსონერისთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი დამატება მილანურ კლუბს 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

რაფაელ ლეაომ "ლილის" მაისური გასულ სეზონში მოირგო, 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით